პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

პროექტის კვლკევა-მე ჯანსაღი კვების შესახებ ახალგაზრდების შორის ჩავატარე კვლევა.
ამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 45,5% გოგოა ხოლო 54,5% ბიჭი.
კითხვაზე:“ეწევით თუ არა ჯანსაღ კვებას“ ახალხაზრდების  უმეტესი 63,6% ხანდახან, 27.3% უარყოფითი,ხოლო 9.1% დადებითად უპასუხა კითხვას.
კითხვა; თქვენი აზრით მნიშვნელოვანია თუ არა ჯანსაღი კვება ადამიანის სიცოცხლისათვის? რესპოდენტების 90.9% დიახ, ხოლო 9.1% არა უპასუხა
რესპოდენტების 45,5% სრულიად ეთანხმება რომ  ჯანსაღი კვება გულისხმობს ისეთი ელემენტების დაბალნსებულ მიღებას, როგორიცაა ცილები, ცხიმები. ხოლო 18,2% არ ეთანხმება. ახალგაზრდების 54,5% ეთანხმება რომ  სწრაფი კვება, ჭარბწონიანობის და ბევრ დაავადებების მიზეზია, ხოლო 18,2% არ ეთანხმება.
ჯანსაღი კვების შესაღებ კითხვებზე რესპოდენტებმა კარგად უპასუხეს. აქედან გამომდინარე გავიგე, რომ მათ ჯანსაღ კვების შესახებ ბევრი რამე სცოდნიათ. იმედი მაქვს რომ ჩემს ბლოგის მეშვეობით ჯანსაღ კვების შესახებ კიდევ ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით. 


   
ჯანსაღი კვება



რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?
ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ის არ გულისხმობს მკაცრ აკრძალვებს. ჯანსაღი საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რომლებიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. ესენია:

ხილი
ბოსტნეული
მარცვლეული, მათ შორის პურეული
თხილეული
ხორცი
თევზეული
რძის ნაწარმი

რატომაა მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე


ჯანსაღი კვებაუკვე დიდი ხანია უცხოეთში ატაცებული თემაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტია.
  • პროდუქტიულობა

თქვენ ტვინს სჭირდება სწორი კვება უკეთ ფუნქციონირებისათვისჯანსაღი კვების პირობებში თქვენ უფრო პროდუქტიული ხართ
  • ბედნიერება

კვლევები ადასტურებენ, რომ ბევრი ჯანსაღი პროდუქტი (მაგ. ხილი და შავი შოკოლადი) ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებაში, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.  
  • წონის კონტროლი

კალორიების მიღება ყოველდღიურად, რომლებსაც პრაქტიკულად ვერ დავხარჯავთ, წონაში მატებას იწვევს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები თქვენს რაციონში მნიშვნელოვნად დაგაკლებინებთ წონაში, ხოლო რეგულარულად ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ამ მხრივ რუხი პურის მიღებაა რეკომენდირებული, რომელშიც მეტია ბოჭკოვანი უჯრედისი.

  • გემო

მცდარია მოსაზრება, რომ არაჯანსაღი საკვები უფრო გემრიელია, ვიდრე ჯანსაღი. ეს საკითხისადმი ძალიან სუბიექტური მიდგომაა, რადგან გემოვნება ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ასევე, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის საოცარი უნარი. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ზედმეტ დანამატებს, ჯანსაღ საკვებზე გადასვლა თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ, თუმცა დროში ჯანსაღი საკვების გემოვნური 
თვისებების სრულად აღქმასაც შეძლებთ.

  • ხანგრძლივი სიცოცხლე და კარგი სიბერე

ჯანსაღი კვება მნიშვნელოვნად აფერხებს დაბერების პროცესს და ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს. რა თქმა უნდა, სიბერე ადამიანის ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მათთვის, ვინც ჯანსაღ კვებას ირჩევს, ის უფრო მარტივია.




    ბალანსირებული კვება

სწორი და ჯანსაღი კვების მთავარი იდეა, სწორედ ბალანსირებულ კვებაშია. ბალანსირებული კვება, ანუ ბალანსირებული დიეტა ნიშნავს დავიცვათ ბალანსი და პროპორციები, ასევე საერთო რაოდენობა იმ პროდუქტებისა რომელსაც მივირთმევთ დღის განმავლობაში, რაც გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ასევე ჯანსაღი წონა.
ჭარბწონიანობის პრობლემა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ მივირთმევთ იმაზე მეტს, რაც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს და ეს მხოლოდ საჭმელს არ ეხება. სასმელებიც ხშირად საკმაოდ მაღალ-კალორიულია. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენ სწორედ ბალანსირებული დიეტის და სწორი კვების წესების მიხედვით ვიკვებებოდეთ, მაინც საკმარისზე მეტი რაოდენობით საჭმელს და სასმელს ვიღებდეთ, რაც გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად გამოიწვევს გასუქებასწყარო

   კვების სწორი რაციონი წყარო
კვების სწორი რაციონი დაბალანსებული კვების დროს ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინები ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ხვდება,ამიტომ ჯანმრთელ ადამიანს მათი მიღებადამატებით სხვადასხვა პრეპარატის სახით აღარ სჭირდება.მკვეთრად შემცირებული რაციონისმქონე დიეტების დაცვისას აუცილებლად ვითარდება და მატულობს ვიტამინების დამიკროელემენტების დეფიციტი. ამის გამო შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა.
კვების სწორი რაციონი განსაკუთრებით ეს საშიშია მოზარდობის პერიოდში. ხშირად ხდება, რომ საკუთარი ჭარბი წონით შეწუხებული ან სულ რამდენიმე კილოგრამით უკმაყოფილო მოზარდი გოგონები თვითნებური დიეტის დაცვისას მკვეთრად ამცირებენ რაციონში იმ პროდუქტებს, რომელსაც წონის მატებისმიზეზად თვლიან. ეს კი ვიტამინების დეფიციტს, თავის ტკივილს და სხვაარასასურველ შედეგებს იწვევს, მცირდება ემოციური და ფიზიკურიდატვირთვების ამტანობა, ხშირად ცივდებიან, უუარესდებათ კანის ხარისხი,იყოფა თმები, ემტვრევათ ფრჩხილები, უვითარდებათ სისუსტე,უხასიათობა, მუდმივი სურდო და არც თუ იშვიათად დაკარგული კილოგრამებისრიკოშეტულიმატება აღენიშნებათ.
კვების სწორი რაციონი სწორი კვებაადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვებიდან საკმაო რაოდენობით უნდა მივიღოთ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორებიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები, ოღონდ, საკმარისად და არაგადაჭარბებულად.
კვების სწორი რაციონიმაშ ასე, გთავაზობთ კვების ძირითად წესებს: რეკომენდირებულია დღეში სამჯერ ან ოთხჯერ კვება. ცილის მაღალიშემცველობის პროდუქტები (ხორცი, თევზი) სჯობს მიიღოთ სადილზე.ასეთი პროდუქტები იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტიობისზრდას. ძილის წინ კი რეკომენირებულია რძემჟავა პროდუქტები, ხილი დაბოსტნეული. ისინი არ იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემისგადატვირთვას. არ ღირს ღამით ყავის, მაგარი ჩაის, მწარე სანელებლებისმიღება, ეს აღაგზნებს ნერვულ სისტემას და ძილი დაგერღვევათ.
კვების სწორი რაციონი საკვების მიღება ჯობს დაიწყოთ სალათებითა და ბოსტნეულით. ესხელს უწყობს კუჭის მოქმედების გააქტიურებას და წვენის გამოყოფას. საჭმლის მონელებას ხელს უწყობს კარგად დაღეჭილისაკვები. საუბრები, ტელევიზორი, კითხვაასეთი კვება მავნებელია კუჭნაწლავის ტრაქტისათვის.რაცინში ჩართული უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი. უმ ხილში გაცილებით მეტი ვიტამინები დამიკროელემენტებია, ვიდრე მოხარშულ ან კონსერვირებულ ხილში. იკვებეთ განრიგის შესაბამისად, საკვები მიიღეთ ზომიერი რაოდენობით. ჭარბი კვება იწვევს ცხიმოვანი მასის დაგროვებას და იწვევს მრავალ დაავადებას.

No comments:

Post a Comment